7 მაისი
Finished "White Nights" by Dostoevsky. Contemplating yellow's significance. Struggling with recent mistakes. Finding solace in time spent with bros.
🌇 შუადღე
გაეცანი სიტუაციას...
თეთრი ღამეები დავამთავრე დოსტოევსკის, სხვათაშორის ახლა ყვითელ ფერზე გამახსენდა, ერთ მომენტში სახლზე აქვს ნახსენები, რომ თავდაპირველად სახლი იყო ვარდისფერი, შემდეგ გადაღებეს ყვითლად და არ მოეწონა გმირს. საინტერესოა, რატომ? ჩემთვის ყვითელი ფერი რაღაც განსაკუთრებულია რასაც ვარდისფერში შეიძლება ვერ ვხედავ, არვიცი.
მე რაც შემეხება, ძალა უნდა ვიპოვო რამენაირად და მოვიხოდო, წინა დღეს ერთი სისულელე გავაკეთე, კი დავფიქრდი გამეკეთებინა თუ არა, მაგრამ იმ დროს რა თქმა უნდა არ წარმოადგენდა ამხელა პრობლემას ახლა კი წარმოადგენს. ეგეც არაფერ შუაშია, ამ ბოლო დროს ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე ძმაკაცებთან იმ პრობლემებზე რაც გამაჩნია და ვხვდები, რომ აი რაღაცნაირად ვერ მიგებენ, არვიცი არ უნდათ თუ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ ეგეთი რაღაცეები როგორ შეიძლება დამემართოს მე ან ნებისმიერ სხვას. რა თქმა უნდა არაფერ შუაში არ არიან და ვერც ვერასდროს დავანადაშაულებ, რადგან გუშინ მაგალითად არივიცი ხუმრობით თუ ნამდვილად გაისმა აზრი, რომ მათთანაც ცუდად ვარ ხოლმე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ვიტყვი რატომაც: თავადაპირველად ერთადერთი დრო, როცა ნაკლებად ვფიქრობ იმ უაზრობებზე რაც ამჯერად მაწუხებს, არის მათთან დროის გატარების დროს, არცერთ იმ ღიმილს და სიცილს არ ვინანებ რომელიც მათთან ერთად გამიტარებია, ვწუხვარ თუ აქამდე მინანია, მაგრამ დღეიდან შევეცდები გამახსენდეს და არ ვინანო, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი (ამით არ მინდა იმის თქმა რომ მე არ ვარ ჩვეულებრივი მეტიც, ერთი მდაბიო ვარ) ამას ასე არ ჩაუფიქრდება და ყურადღებას არ მიაქცევს როგორც მე, უბრალოდ მე ისეთ სიტუაციაში ვარ მგონია აქამდე არასდროს მიფიქრია წვრილმანებზე, იმ პატარა დეტალებზე, რაც ღრმად მჯერა რომ ასე შეუმჩნევლად და უბრალოდ არ უნდა გამომრჩეს. მგონია რომ მთელი ცხოვრება, ასე ღრმად არ მიფიქრია, მგონია თვალები ამეხილა და საბოლოოდ შემიძლიად დავინახო მთელი ის საიდუმლოებანი რასაც ეს პლანეტა თავისთვის ინახავს. კი, ვამბობ რომ საიდუმლოებანია მაგრამ ამავდროულად სამყარო არაფერის დამალვას არ ცდილობს.
ამით დავასრულებ დღეისთვის, თუ დავჯექი და ასე ვწერე აზრის ძაფი ალბათ არასდროს გაწყდება თუ ვინმემ არ გადაჭრა, რასაც მე გავაკეთებ ამჯერად.
Last updated