28 აპრილი
Ventured out to Wendy's, contemplating activities. Yellow April observations. Web practice prep. Considered bookstore visit for Nabokov's "Watcher." Decided to go despite uncertainties.
🌞 შუადღე
ხოო... (ლ)-ს დღეს ბოლო გამოცდა აქვს და სახლში დარჩენა არ მინდოდა ხოდა ავდექი და გარეთ გასვლა გადავწყვიტე, ჯერჯერობით Wendys-ში ვარ მაგრამ აქ რამდენ ხანს გავძლებ არვიცი, ერთი Sprite მაქვს აღებული და ვზივარ ამას ვწერ, თან Spotify-ზე აპრილის Playlist მაქვს ჩართული. აპრილის playlist-ზე გამახსენდა, ბოლო პერიოდში ყვითელი ხო მომწონს და ვფიქრობ აპრილს შეეფერება ყვითელი, მითუმეტეს რომ აქამდე საერთოდ არ მიმიქცევია ეგეთ რაღაცებზე ყურადღება და ახლა სულ სხვანაირად დავაკვირდები ჩემს გარემოცვას და ისეთ რამეებს რასაც მარტო უსაქმური თუ შეამჩნევს (რაც ვარ) ;დდ.
ნუ თუ უკვე გამომელია საწერი...
აქ წერის არვიცი, თუმცა სხვა რამის გაკეთებაზეც უნდა ვიფიქრო, მაგალითად ხვალ მაქვს ვების პრაქტიკული და დავალებებს არ ტვირთავს, მაგრამ სალექციო მასალა ექნება ატვირთული და მაგას გადავხედავ, შევადგენ დავალებებს ჩემით და ვივარჯიშებ. ბიჭო ისე ვები იასნა საინტერესოა მაგრამ ასე რომ აი მაგას მინდა უეჭველი გავყვე არა რა ნუ ვნახოთ მაგრამ თუ სხვა რამის საშუალება მექნება (ახლა ვფიქრობ და აი ზუსტი დასახელება არვიცი რა მინდა ან შეიძლება საერთოდ არვიცი რამინდა) აი იმ სხვა რამეს ავირჩევ.
კაი რაღაცებს გადავხედე ახლა რავქნა 💀. ერთი ადგილია აქ Book House on Bakhtrioni დიდი ხანია მინდა მონახულება პროსტა ეს პირველად მისვლა არის რთული, რომ არ იცი როგორ უნდა მოიქცე და🐧-ვით ეძებ სად დაჯდე. არა ცვტში დებილი ვარ. ახლა ვნახე რომ ვლადიმირ ნაბოკოვის - მოთვალთვალე აქვთ 11.90 ღირს და თუ შევივლი და ცოტა უცნაური სიტუაცია შეიქმნა, ვიყიდი, ისედაც მინდოდა ნაბოკოვის რამის წაკითხვა. მართალია ახლა მარტოობის 100 წელიწადიც არ დამიმთავრებია და სახლში დოსტოევსის მოთხრობებიც მელოდება, მაგრამ მომავლისთვის მექნება გადანახული. დავატრიალებ Yes/No და მაგან გადაწყვიტოს თუ გერბი და საფასურით გადავიწყვიტო? კარგი მოკლედ ვნახოთ.
-> მაინც წავალ 🐧. აქ რა ვაკეთო? თან მუსიკა არის დიდ ხმაზე ჩართული და თუ წიგნის წაკითხვა მინდა იქ უკეთესი პირობებია ვიდრე აქ. გააჩნია იქ რა სიტუაცია იქნება Co-working space არის და ანუ პროსტაზე შეიძლება შესვლა? თუ უნდა დაჯავშნო??? არვიცი ან გავიგებ ან არა. წავედი მოკლედ.
🌇 საღამო
ვიყავი Book House on Bakhtrioni-ში, ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიაა, ყავის დახლებიც აქვთ და ერთი ორი ადგილიც, სადაც შეგიძლია დაჯდე მაგრამ თუ შეკრება ან რამე არ არის მანდ დაჯდომას აზრი არ აქვს, შენს და გამყიდველების გარდა არავინ არ იქნება და უცნაურად უნდა იჯდე ჩემი აზრით. ხოლო რაც შეეხება წიგნის მაღაზიას კი კარგი ვაიბები აქვს, თუ არიცი რა იყიდო მანდ კარგად აქვთ დახარისხებული ახალი წიგნები და ადვილად გადწყვიტავ რისი ყიდვა გინდა.
ეგ არის და ეგ...
Last updated