1 მაისი
Probability practical routine. Tomorrow, village trip brings mixed feelings. Fear of lingering emotional struggle. Hopeful for Dostoevsky stories. Contemplating next move.
🌃 ღამე
Playlist for მაისი. <-
11:58 ღამე არის მთვარიანი
არაფერი არ ხდება ჩვეულებრივი რუტინა. ალბათობის პრაქტიკულზე ვიყავი იგივე თემები გავიარეთ რაც შუალედუზე იყო ერთი ორი თემა დაემატა და ჯერჯერობით გასაგებია რთული არაფერია დაიმახსოვრებ და ეგაა. სხვას რაც შეეხება... დღეები გადის და შეიძლება ერთხელაც არ ვიფიქრო, რაღაც დღეებია როცა ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ.
ხოო, გამახსენდა ხვალ სოფელში მივდივართ, კარგია... უბრალოდ ერთი რამ მაწუხებს და გეტყვი რაც. მოკლედ, აქ რაც გვჭირს ის არ დამიწერია მაგრამ შენ კი იცი რაც მჭირს და ალბათ ეს მომენტი წლები დარჩება შენს გონებაში თუ ცხოვრების ბოლომდე არა. ხოდა იმის მეშინია რომ სოფელში ჩასვლა - რომელიც აქამდე სიმშვიდის მომტანი იყო და ყველაფერი მავიწყდებოდა - ახლა იგივე აღარ იქნება. მეშინია რადგან შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ასე დავრჩე და თუნდაც ბოლომდე არა და სულ მცირე 1 წელიც რომ ასე ვიყო ნაკვალევს მაინც დატოვებს ჩემი აზრით, ნეტა ვცდებოდე. ხო დადებითი სოფელში წასვლის ისაა რომ დოსტოევსკის მოთხრობები მიმაქვს Yeyy ⭐ ხო, კიდევ ის არიცი 12 მდე დავრჩე თუ ლ-ს გამოვყვე 6-ში წამოვა სავარაუდოდ ეგ რაგან მაქამდე აქვს დასვენება. ჯერ ჩავაღწიო და მერე გადავწყვიტავ. bye bye 👋👋
Last updated