31 მაისი
Book festival, bought fight club (new translation), recognized old familiar face (another coincidence)
Word of the day: Psithurism - The sound of the wind through trees.
🌇 დღე
ჰელოოო ბროსკი, მოკედ 8:27-ია კარგად ვირბინე, ვივარჯიშე. ჩემ და გასაკვირად ორი წრე და ცოტა მეტი გავქაჩე მგონი, რაც სწრაფი დასაწყისია და ასწორებს, მალე მივეჩვევი და ნელ-ნელა უფრო გავაუმჯობესებ ასე ვფიქრობ, ერთადერთი რაც მაქვს საფიქრალი მაგასთან დაკავშირებით ისაა, რომ ანუ დღე გამოშვებით ვირბინო ისევ თუ ყოველდღე ჩავიდე ხოლმე არვიცი. ყოველდღე ჩავიდოდი, მაგარამ გამოძინებაც მინდა გუშინ 11-ისკენ დავწექი და გამომივდა სადღაც 7 საათი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ხშირად მეღვიძება და მგონია რომ 6 საათი ხდება, მერე ვიღებ ტელეფონს ვამოწმებ და ბოლოს ეგრე რომ შევამოწმე ღამის 4 საათი იყო, რაც წარმოდგენას შეგიქმნის მანამდე რომ გამეღვიძა რომელი საათი იქნებოდა.
გუშინ კი დავწერე, რომ სახლში დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ მერე ერთ-ერთი Facebook-ზე წიგნის პრეზენტაციის ივენთი ვნახე "როდესაც ნიცშე ატირდა" და ვფიქრობ წავიდე თუ მივაგენი და არ დამეზარა 3:30-ზეა მგონი ექსპო ჯორჯიაში ხოდა ვნახოთ რა იქნება, "ლ" სახლიდან პირველ საათზე გადის და მე რომ მაგ დროს გავიდე ძალიან ადრე იქნება, თუმცა შეიძლება სხვა პრეზენტაცია ან ივენთიც იყოს იგივე ტერიტორიაზე არვიცი. ვფიქრობ მაინც მერე გავალ და არა "ლ''-სთან ერთად.
🌃 ღამე
ვიყავი ზემოთ აღნიშნულზე, ნორმ იყო, ვერ გავუძელი და წიგნი ვიყიდე "მებრძოლთა კლუბი" (wtf? ქართულად თარგმნეს ახალახანს და ბარემ ვაპირებდი ყიდვას).
ნორმალური დღე იყო მაგრამ ჩამიშხამდა რატომღაც, დავსვი ახლა ეს კითხვა და კი ვხვდები რატომაც... თუმცა აქ დაწერას აზრი არ აქვს შენ მიხვდები ალბათ.
ხო სულ მავიწყდებოდა, დღესაც კიდევ ერთი ადამიანი ვიცანი, როგორც ჩანს ისიც ფესტივალზე იყო, არვიცი თუ გემახსოვრება, ძველი ამბავია თუმცა "გ"-ს კლასელი (EAGLE) იყო თუ არის აღარ ვიცი ეგ უკვე, ჩვენს ძველ კლანშიც იყო Revenge-ში. რაღაც ასეთი ეწერა Hellyon, მოკლედ გემახსოვრება სავარაუდოდ, თუ არადა შევეცადე და გაგახსენე, ინსტაგრამზეც გყავს ეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში არ მაქვს ინსტაგრამი, შეიძლება მიმეწერა, ყოველშემთხვევაში თავში ეგრევე ეგ მომივიდა, ვკითხავ რა წიგნი შეიძინე-მეთქი, იმის მიუხედავად, რომ უცნაური იქნებოდა სანამ ავხსნიდი, ნუ შემიძლია სხვანაირად დამეწყო, მაგრამ მაინც უცნაურად გამოვიდოდა, ალბათ იმიტომ რომ მინდა რომ უცნაურად გამოვიდეს საბოლოოდ, ვცდილობ რომ უცნაური ვიყო.
ხვალ რა ვაკეთო? ისევ ადრე გავიღვიძო? თუმცა დღეს "მ" მოვა, გვიან სავარაუდოდ, ხოდა მეც გვიან მომიწევს ალბათ დაძინება, მიუხედავად ამისა, მე კი შემიძლია რაღაცნაირად ადრე რომ დავიძინო... არვიცი ვნახოთ 11 საათისთვის როგორი სიტუაცია იქნება.
egrea.
Last updated