5 მაისი
Today, Easter, visited cemeteries despite rain, honoring ancestors. Decided to stay, immersed in Dostoevsky's stories. Fascinated by Goliadkin's duality in "The Double".
🌇 საღამო
ახლა მართლა მეზარება რაღაცეების ბაზარი და წერა, მაგრამ რამეს გებაზრები მაინც. მოკლედ დღეს აღდგომაა, ყველა სასაფლაოზე ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და დიდი ხნით არსად გავჩერებულვართ მაინც, რაც იყო წესით გვეთვლება. წინაპრები გავიხსენეთ და პატივი ვეცით თუ მაქვს უფლება ამის თქმის. ხო რაც შეეხება რას ვაპირებ, გადავწყვიტე დავრჩე, ცოტახნით. ვფიქრობდი წავიდემეთქი, მაგრამ იქაც ვერაფერს გავაკეთებ და ჯობს ისევ აქ დავამთავრო წიგნი (დოსტოევსკის მოთხრობები) სხვათაშორის "ორეული" უკვე დავამთავრე და კარგი იყო. შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, თავიდანვე მქონდა წარმოდგენა რომ ეს ორეული იქნებოდა გოლიადკინის გამოგონილი მსგავსი როგორიც ფილმ "Fight Club"-შია, თუმცა კითხვა რომ დავიწყე რატომღაც (ვიტყვი რატომაც) დავიჯერე, რომ "გოლიადკინ-უმცროსი" რეალური იყო და არა გამოგონილი. რადაგან გოლიადკინ-უფროსი იმდენად მოწყდება რეალობას, მკითხველსაც კი უჩენს კითხვას რეალურია მისი ორეული თუ არა. ეს იმის გამოა, რომ თვით მას სრულიად სჯერა მისი არსებობის და ფიქრობს მას მტრები შეთქმულებას უწყობენ რადგან უმცროსი გოლიადკინი გამოიყენონ მისი ჩანაცვლებისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო ნამდვილად საინტერესო მოთხრობაა იმისდა გათვალისწინებით რომ მხოლოდ და მხოლოდ 200 გვერდია.
Last updated