27 აპრილი
🌇 საღამო
ეგრეა...
იასნა სახლში ვიყავი დღეს უკვე ჩვევად მექცა, რომ შაბათ-კვირას სახლში უნდა ვიყო, ამ თვალების ოპერაცამაც შემიზღუდა აქტივობები რისი გაკეთებაც შემიძლია 1 თვით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე თუ შაბათ კვირას სავარჯიშოდ მაინც ჩავდიოდი (ეს იყო სადღაც 4 თვის წინ სულ მცირე) ახლა სახლში ვზივარ. დღეს მაგალითად ფილმს ვუყურე 3 საათიანი კი იყო, მაგრამ როგორც მჩვევია 2x-ზე (1.5x) ჩავრთე ანუ არ მაინტერესებდა სტატისტიკისთვის ჩავუჯექი.
სხვას რაც შეეხება გაგიზიარებთ ერთ ფოტოს, რომელიც ონკანთან დავიჭირე, noise დავადე და მოვჭერი, რადგან საინტერესო რაც იყო ეგ დამეტოვებინა.
ფლეში მქონდა ჩართული და moody ფოტო გამოვიდა background-ზე თხევადი საპონიც ასწორებს კი.
ფილმებზე კი მინდოდა აქ დამეწერა რასაც ვუყურებდი, მაგრამ ამ ფილმით დაწყება არ მინდა. ცუდი ფილმი არ იყო უბრალოდ რავი, ხასიათზე არ ვიყავი ფილმის ყურების და LetterBoxd-ში watch-list-ში რაც მეგდო ეგ ავარჩიე. მოკლედ უფრო იმას ვიტყვი რომ კარგი ფილმია ფილმის სახელია: Magnolia (1999) (ფილმებს იშვიათად ვაფასებ ამ სისტემით მაგრამ იყოს) 3.5/5 ⭐
🌞 შუადღე დამატებითი 28 აპრილი
გუშინ დამეზარა ან დამავიწყდა ხოდა დღეს დავწერ რომ The Social Network-საც ვუყურე. აი ეგ ასე თუ ისე გამისწორდა თან David Fincher-ის ფილმია და აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი ეგ უფრო საინტერესოა.
Last updated