10 ივნისი
Running progress, new Pinterest follower, creative struggles, and focusing on upper body workouts
Word of the day: Catharsis - The release of emotional tensions, through kind of art or music.
🌇 დღე
მოკლედ სალამი ყველას ელას და მელას. ეს რა დღე გათენდა (საკრაზმი) . სიტუაცია შემდეგია, დავიწყოთ იმით რომ მშვენივრად ვირბინე, ნუ 2 წრეთი შემოვიფარგლე თუმცა არაუშავს ყოველდღე ვერ გავაუმჯობესებ გარბენილ მანძილს, ყველაფერი ნელ-ნელა ხდება ეტაპობრივად, თანაც მაგის მაგივრად ვფიქრობ ზედა ტანს დავუთმე ცოტა მეტი დრო რაც ჩემი აზრით უკეთესია, რადგან სირბილი კუნთის მასის მხრივ შესამჩნევს არაფერს აკეთებს მხოლოდ ეგრედ წოდებულ "დიხანიას" და მკვრივ კუნთებს აუმჯობესებს.
სხვას რაც შეეხება პინტერსტზე ახალი Follower? მეთქი იმ პოსტერებიდან რაც გავაკეთე ვიღაცამ მიპოვა, თუმცა Discord-იდან ყოფილა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი და ეგაა მოკლედ. პოსტერების გაკეთების მოტივაციაც გაქრა, რომ ჩავუჯდები ვფიქრობ ჩემით თუ დავხატავ რამეს წარმოდგენიდან, მაგრამ რატომღაც არ გამომდის, არვიცი, შეიძლება უფრო უნდა ვეცადო, დავძაბო გონება, დეტალურად წარმოვიდგინო ობიექტი რისი დახატვაც მინდა და რაღაც გამოვა ალბათ, ეგეც და კიდევ ფურცელზე დახატვითაც რომ დავიწყო, მანდაც ეგრე ვარ თორემ ფურცლიდან გადახატვა შედარებით მარტივი იქნება. სხვათაშორის ბავშვობიდან ეგრე ვარ და ცოტა არიყოს სასაცილოა, სულ რაღაცას ვიხატავდი, სანამ არ გავზარმაცდი ძალიან კარგადაც გამომდიოდა რაღაცების გადახატვა, ("მ"-ს ვგავარ შეიძლება) ხოდა კიდევ გაზარმაცებას რაც შეეხება, მერე გადახატვის ხრიკებს მივყავი ხელი, რომელიც არანაირ ნიჭს არ მოითხოვდა დაადებდი სურათზე ან ეკრანზე ფურცელს და ეგრე გადაიხატავდი.
მცირედ ვახსენებ რომ გუშინ 3-სიკენ ერთ ქალბატონს გავახსენდი, ბევრ რამეს ვიტყოდი ახლა მაგაზე, თუმცა არ ღირს ნამდვილად. ერთადერთი რასაც ვიტყვი ის არის, რომ თვითონვე თქვა რომ დისტანცია თუ გინდაო, ხოდა იმისდა მიუხედავად რომ მე არ გამიმახვილებია მაგასთან დაკავშირებით ყურადღება, მაინც არ მიმაჩნია სწორ საქციელად მისი მხრიდან ამ "დისტანციის" დარღვევა. მაინც ადამიანურად მივწერე და მოვიკითხე, მაგრამ იგივე ღრმულში მეორედ აღარც კი ჩავიხედავ.
სულ ეს არის ამ დილის მიმოხილვა, არამხოლოდ დილის ამდენი ხანია არ დამიწერია, იმ იზოლაციაზე რაც დავწერე, მერე შევიბოჭე მაგაზე კარგი რა შეიძლება დავწერო-მეთქი, თუმცა ეს ხო ჩემი დღიურია, ხან სისულელეს დავწერ ხან კი უფრო სისულელეს და ა.შ.
Last updated