22 აპრილი
Afternoon: pre-exam nerves. Web exam anticipation, Expecting decent scores, Evening: Math success, web exam near miss. Content with results, looking ahead. Brain resting for busy week ahead.
🌞 შუადღე
გამოცდამდე
ხოდა ვარ ახლა ასე, გადამეორებითაც აღარ ვიმეორებ... (რატომ არვიცი, გადავხედავ ახლა ალბათ ამას რომ დავწერ რამეს), მაგრამ გამაქსვით მართლა არვიცი რას ვიზავ, შევეცდები. სხვას რაც შეეხება დილას ვიფიქრე რომ 5 საათზე რაც მაქვს ვების გამოცდა სხვისი ანგარიშით შევიდოდი, მაგრამ რა თქმა უნდა ისე არ ხდება როგორც მინდა ხოლმე და პაროლი ჰქონდა დადებული ლექტორს, სანამ მაგ პაროლს არ ჩაწერ ვერ შეხვალ, ხოდა მერე ვიფიქრე რომ დაამთავრებს მაშინ მაინც გადავხედავ... კიდევ ერთხელ ჩავფლავდი, გადახედვის უფლებაც არ იყო... სხვას რაც შეეხება ჩვეულებრივად არის ყველაფერი, ცუდი ქულა წესით არ უნდა ავიღო 20ზე მეტი მაინც მინდა რა.
ხო გუშინდელს ახლა რატო ვწერ არვიცი, მაგრამ გუშინ გავაკეთე პატარა საიტი (რომელიც არაა მთლად კარგად გამართული მაგრამ დროებით გამოდგება) ჩაწერ ფილმის სახელს რის შემდეგაც საიტი გიგდებს მიმოხილვას, გამოშვების წელს და მერე შეგიძლია უყურო, ანუ გადაგამისამართებს სხვა საიტზე სადაც უშუალოდ არის ატვირთული. ინგლისურად არის მაგრამ ისედაც სულ ინგლისურად ვუყურებ ხოლმე ფილმებს და სხვებისთვისაც არ გამიკეთებია რასაც ვაკეთებ ისევ ჩემთვის მინდა. როდის გავუშვებ საჯაროდ არვიცი ჯერ, სავარაუდოდ შუალედურების მერე თუ არ დამავიწყდება. იქნებ მანამდე ალტერნატივაც ვიპოვო, რომელიც უკვე გაკეთებულია ვინმეს მიერ, მაგრამ გუშინაც ვეძებე და ვერ ვიპოვე ზუსტად რაც მინდოდა.
🌇 საღამო
გამოცდის შემდეგ
გამოიცანით რა მოხდა... მათემატიკა იასნა გავმაქსე (30/30) ხოლო რაც შეეხბა ვებს, გამაქსვით ვერა მაგრამ ბევრიც არ მაკლდა (28.25/30). მე კმაყოფილი ვარ ასე თუ ისე, მეორეშიც რომ 30/30 ამეღო უკეთსი იქნებოდა მაგრამ ნუ ფინალურებზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული. ხვალ სამშაბათია, ვისვენებ იდკ რატო არ მაქვს არაფერი... წესიერად გაენაწილებინათ 2-2 გამოცდა რომ მაქვს ერთ დღეში სადაური წესია... რაც არის არის მგონი ოთხშაბათს ფიზიკა და JAVA მაქვს და მაგ პონტში ცოტა ცუდადაა საქმე, მაგრა არაუშავს. მოკლედ დაიკიდეთ (ეკრანის პიქსელებს რომ ვეუბნები დაიკიდემეთქი ხო მაგარია?) ახლაც არვიცოდი რა დამეწერა, უბრალოდ უნდა გამეგებებინა, რომ ასეთი ქულები ავიღე, თანაც დილას (შუადღეს, ჩემთვის იყო დილა) როცა ვწერდი ამას "გამოცდამდე" დავაწერე სათაურში რაც იმას ნიშნავდა რომ გამოცდის შემდეგაც უნდა დამეწერა, ჩემ თავს გავუჩალიჩე. შევეჩვევი ნელნელა შემოსვლას და სისულელეების დაწერას. ხო კიდევ, ეს დღიური კი კარგია და ყველაფერი თუმცა ვფიქრობ კიდევ რამე უნდა დავამატო, ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული იდეა არ მაქვს, ჩემი საკუთარი მითმეტეს, იმედია მოვიფიქრებ მალე რამეს.
Last updated