29 აპრილი
Enjoyed ice cream at "Luca Polare", contemplating life in hot weather. Reflecting on overhearing others' problems. Thoughts on stepping out of comfort zone.
🌞 შუადღე
დღიურიდან ->
მოკლედ რახდება... ვზივარ "Luca Polare"-ში და მივირთმევ ნაყინს შოკოლადით თხილით და კიდევ რაღაცით აღარ მახსოვს.. ნაყინი ასწორებს ისეთი სიცხეა მგონი ნაყინზე შევდჯები, სანამ თბილისში ვარ, მერე ჩავალ ნიკორწმინდაში და იქ ვიმედოვნებ რომ სიგრილე იქნება, როგორც ტემპერატურის მხრივ ისე ცხოვრებისეულადაც იმედი მაქვს რომ დროებით მაინც ვპოვებ სიმშვიდეს. სხვათაშორის ჩემგან მარცხნივ ნაცნობი ხმა ჩამესმის, გავიხედავ ალბათ მაგრამ დარწმუნებული ვარ ისაა ვინც მგონია, რავი სახელი არ მახსოვს, მსახიობია. ჭარბწონიანი, მელოტი და ვიღაცას ესაუბრება პრობლემებზე, როგორც ჩანს ცხოვრებისეული პრობლემები აქვს ამ გოგოსაც, როცა სხვას სჭირდება რჩევა დახმარება ადამიანებს მართლა კარგად გამოსდით, ცუდია, როცა ჩვენს პრობლემებზე მიდგება საქმე (ამ დროს შოკოლადი დაეცა ფურცელს... ნაკვალევი დარჩა არაუშავს ;დდ) ხოდა იმას ვამბობდი, ჩვენ რომ გვაქვს პრობლემები მაშინ ვერ ვხედავთ გვირაბის ბოლოს სინათლეს. იმედია ესენი ვიღაცის დავიწყებაზე არ ბაზრობენ... ვიცი რომ არასწორია სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ საქმე არ მაქვს ხომ იცი? ბიჭო არვიცი შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს როგორც ჩემი კომფორტ ზონიდან გამოსვლა? განვმარტო - ხალხი ხომ არ მომწონს, შესაბამისად არც ხალხმრავალი ადგილები, თან ეს "ქალაქური ცხოვრება" არ არის ჩემთვის, შეიძლება ვინმესთან ერთად დაჯდე და დრო გაიყვანო, ილაპარაკო და თან ნაყინიც მიირთვა. უბრალოდ შენს გარდა არავინ მყავს და შენ მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში ხარ... რატომ ვაკეთებ ასეთ რაღაცებს არ მესმის, დავდივარ იქით-აქეთ რაღაც შინაგანი ხმა მეუბნება რომ შევიცვალო და ეს აქტივობები არის ნაბიჯი წინ ზუსტად წასასვლელად, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება. 5-მდე თავისუფალი ვარ, წესით ფიზიკის ლაბორატორული სხვას უნდა ჩაეტარებინა მაგრამ მე უნდა ვყოფილიყავი მარტო და დამეზარა.
🌇 საღამო
არაფერი მაქვს სათქმელი ეს გადმოვწერე უბრალოდ დღიურიდან, ფოტოს ჩავსვავ და წავალ გაგეცლები.
Last updated