11 მაისი
Uncertain about the future. Doubting answers to unanswered questions. Excited about planned ending, reflecting on self-recognition through book. Hoping for clarity and resolution.
🌇 შუადღე
აწ უკვე შუადღეა (12:30), გასაკეთებელი გავაკეთე, ასე აღარ შემეძლო და შენ ყველაზე კარგად გესმის მაგის. ცხადია, აღარაფერს აქვს უკვე აზრი, იმ ნაკადულს, რომელსაც უნდა გავყოლილიყავი კარგა ხანია ჩაევლო. რაც გავაკეთე ეს მხოლოდ იმისთვის, რომ უკან დასახევი გზა მომეჭრა და არ მქონდეს სხვაგან წასასვლელი გარდა წინისა. ახლა რას უნდა ველოდო არვიცი, მხოლოდ ეჭვები მაქვს იმისა რომ პასუხი იქნება არასერიოზული და ეგრეც უნდა იყოს. ცუდია რომ სრულ და ჩამოყალიბებულ პასუხებს ვერ მივიღებ ჩემს გაუცემელ კითხვებზე.
🌃 ღამე
ხო ზემოთ ხსენებულს შევეხები, გასრულდა ასე ამბავი, როგორც უნდა დასრულებულიყო, მოდი იცი რა? შენ მაინც გამოგიტყდები, კი შესაძლოა შენს გარდა ეს სხვამაც წაიკითხოს მაგრამ ძალიან მაგრად მკიდია კონკრეტულად ამ მომენტში. ხოდა იმაში გამოგიტყდები რომ თავიდანვე ასე ვფიქრობდი, თავიდანვე ეს მინოდა მომხდარიყო და თავიდანვე ასე მქონდა ყველაფერი გათვლილი, რადგანაც სხვანაირად არც შეიძლებოდა განვითარებულიყო საქმე და ამას არ ვამბობ იმიტომ რომ შეგეცოდო ან იფიქრო რომ ამის შემდეგ ცუდად ვიქნები და გამიჭრდება ამ პერიოდის ასე ქარზე გაყოლება, არა, პირიქითაცაა. მოკლედ არ მინდა ვთქვა რომ ეს ერთი პატარა და უმნიშვნელო ფაზა რაიმეზე იმოქმედებს მომავალში და ამ ფაზაზე ავაგებ ყველაფერს, ამან რაც მასწავლა სიმართლე გითხრა ვეცდები რომ არ გავიმეორო ძირითადად მაგრამ იმაში რაც გავეკთე არაფერს შევცვლი გარდა უმნიშვნელო წვრილმანებისა და ეს დაიმახსოვრე კარგად.
ლ (ნ)-ს შერჩეული წიგნი
წამეშალა აქ რაც ვთქვი, ამიტომ მოკლედ ვიტყვი. ამ მომენტში ძალიან მეზიზღება ჩემი თავი ასე მარტივად რომ ვარ ამოსაცნობი, მგონია იდუმალებით აღსავსე ვარ და ამავდროულად წიგნი მირჩიეს რაც პირდაპირ მე მახასითებს, (ნაწილობრივ) ნუ ცხადია რომ წიგნები იწერება ადამიანის ცხოვრების პერიოდებიდან, და ალბათ ეს პერიოდია ზუსტად როცა ეს წიგნი უნდა წამეკითხა, მაგრამ მაინც მწყდება გული, რადგან მე ძალიან დიდი ყურადღების და შრომის მერე თუ შევძლებ ადამიანის ასე კარგად წაკითხვას, როგორც მან შეძლო ეს. ნუთუ ეს სამართლიანია?..
რაც არის, არის, ისე ჩაივლის დროც, როგორც ზემოდ აღნიშნული ნაკადული და ამ დროთა განმავლობაში ყველაფერი ცხადზე გამოვა არაფერი აღარ დარჩება დასამალი და -> ყველაფერი კარგად იქნება.
Last updated