Afternoon: Preparing for physics exam, feeling under prepared. Will do my best. Physics exam went okay, got 18 points. Venturing out, writing in diary. Spotted a cute cat.
🌞 შუადღე
გამოცდამდე
ფიზიკის გამოცდის დღეც მოვიდა (პზდც მაქვს - არცისე), რამეს ვიზავ როგორც ადრე ვაკეთებდი. მაგრამ აი ერთი-ორი დღე რომ მქონოდა უეჭველი უკეთესად ვიმეცადინებდი (ვის ვატყუებ). გადავიმეორებ ახლა ფორმულებს რაც მთავარია, მთლიან ტესტაც გავაკეთებ ერთხელ და გამოვრა რამე...
კაროჩე წავედი. ვიმეცადინებ, აქ რომ მოვალ გამოცდიდან მერეც დავწერ ხვალ ორი გამოცდა მაქვს თანაც.
🌇 საღამო
გამოცდის შემდეგ
მეჰ, 18 ქულა არ არის ცუდი... მეტს არაფერს არ ვიტყვი გამოცდაზე.
დღეს გავიარე ერთგან და მანდ დავწერე დღიური (ამჯერად დამდვილ დღიურში და რაც იქ ჩავწერე ვფიქრობ ეგ გადმოვწერო??).
ჩანაწერები დღიურიდან ->
ასეთია სიტუაცია: (ლ)-მ მომწერა ვენდისში ვარო, ხოდა ჩემთან ახლოსაა ეგ შენობა და ბარემ შევივლიმეთქი, თანაც სიცხეა ნაყინს მივირთმევ (რომელიც 6,50ლ დამიჯდა, რავქნა ბუღალტერად ვარ დაბადებული) და რავი ამას ვწერ მეზარება სახლში წასვლა (18 ქულით როგორ მივიდე სირცხვულია). მეტი არ ვიცი რა დავწერო... კარგი მე რა მჭირდოდა მაგის დავწერ, ბიჭო თემა ისაა, რომ ასე 24/7-ზე სახლში ყოფნა აღარ შემიძლია (უფრო ვეღარ ვძლებ რა ყურადღების გადატნა მინდა ხოლმე) თუ რაღაც ეგეთი რა ვინ იცის. გავლა-გამოვლა მინდა ცოტა, ჰაერის ჩასუნთქვა და ამავდროულად არც ეგაა საკმარისი...
იმედია (ლ) სტალკვაში არ ჩამითვლის რასაც ვაკეთებ, ჩემ თავსაც რომ გამოვუტყდე ნაყინმა დამითანხმა თორე წავიდოდი სახლში.
... ფაფუ ნაყინი. დიდად არც გამისწორდა, ჩემგან მარცხნი უნივერსიტეტიდან ნაცნობი ბიჭები სხედან. (საიდუმლოდ დავტოვებ ამ ნაწილს). SKIP
ფანჯრიდან უსაყვარლესი (მოყვითალო?) კატა შევნიშნე, დღიურში ვერ გაჩვენთ აქ კიდე ჩავსვამ სადმე ფოტოს.