30 მაისი
Noticed a coincidence, currently bored, experiencing knee pain, 1984 reading postponed.
Word of the day: Palinoia - obsessive repetition of an action until it is mastered or perfect.
🌃 ღამე
მოკლედ, მოკლედ... დღეს რავი კარგი დღე იყო (5 საათამდე მაინც). დღეს არვიცი რამდენად დავწერდი აქ რამეს მაგრამ ერთი დამთხვევა მოხდა და მაგიტომ მინდა რო ჩავინიშნო, მაგ დამთხვევაზე ცოტა მერე მოგიყვები მანამდე რამეს მოვიფიქრებ და მოგიყვები რაღაცებს.
მეზარება...
მოკლედ ასეთი რამე მოხდა, მოვდივარ უნიდან და ვნცობ ისეთ ადამიანს რომელიც თვალით არ მყავს ნანახი (1-2 ფოტო მექნება შეხვედრილი) და თანაც დარწმუნებული ვარ სადღაც 99%-ით რომ ისაა ვინც მე მგონია. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ ეს ზემოთ ხსენებული პირი არის (არმინდა აქ გავამჟღავნო იმ პიროვნების ვინაობა, რაღაც უნდა მოვიფიქრო) საკმაოდ ახლო მეგობარი იმისა, ვისაც მე მეგონა რომ ვიცნობდი. ხოდა, ზუსად ასეთი დამთხვევები შემიწირავს, არაფერი არაა მართალი ხარ, ის ფაქტი კი არ მაკვირვებს, რომ ეგეთი დამთხვევა მოხდა, არამედ ის რომ მე შევძელი და ამოვიცანი ეს პიროვნება, თანაც ასეთი დარწმუნებით.
ხო არვიცი გუშინ თუ დავწერე რამე ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულად, მაგრამ მუხლი მტკივა მოკლედ და ხვალაც გავიმეორებ, ავდგები ადრე ვივარჯიშებ, წესით დღეს ადრე უნდა დავწვე მაგ შემთხვევაში და რაიცი იქნებ ჩემს ინსომნიასაც ეშველოს. სირბილს არვიცი რამდენად შევძლებ, ვცდი და თუ არ გამოვიდა, მაშინ უბრალოდ წავივარჯიშებ, კუნთი კი გამომშრალია, ამდენი ხანი გავიდა რაც არ დატვირთულა, თუმცა გამივლის, როგორც მახსოვს ასე ვიყავი თავიდანაც.
1984 ცოტახნით გადაიდო, უნივერსიტეტში კი წავიკითხე, თუმცა სახლში დიდი ხანია არ წამიკითხავს.
ხვალ სახლში მიწევს ყოფნა (იმის გარდა დილას რომ უნდა ვივარჯიშო).
ეგრეა.
Last updated