23 აპრილი
Finished watching Halo despite busy midterm period. Not sure if I liked it. Also watched Fallout series. Studying for physics exam, feeling uncertain.
საღამო 🌇
ხო... დღეს მართლა არვიცი რა უნდა დავწერო, მაგრამ (მიყვარს ეს სიტყვა) მოგიყვებით რა ხდება. დავიწყებ იმით, რომ Halo-ს ყურება დავამთავრე... ხო ვიცი რომ შუალედურების პერიოდია, საიდან მაქვს იმის დრო რომ სერიალებს ვუყურო მითუმეტეს, როცა სერიალების ყურება არც მიყვარს, ფილმები კიდევ ხო, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ რასაც ვუყურე მომეწონა ან პირიქით, რადგან Fallout-ის სერიალსაც ვუყურე წინა დღეს და არც ეგ დამევასა დიდად. ერთი გასამართლებელი მიზეზი ისაა რომ ორივე სერიალს აქვს თამაშის Franchise და რადგან მე არცერთი არ მითამაშია (მახსოვს Fallout ჩავიწერე 1-2-ჯერ მაგრამ ზედმეტად დამაბნეველი და ასე ვთქვათ ობიექტის გარეშე როცა დავრჩი აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა ხოდა დავანებე თავი) ვიფიქრე სერიალს ვუყურებ, იქნებ წარმოდგენა შემექმნეს და თამაშიც დავიწყომეთქი (კი შუალედურების პერიოდში ამაზე ვფქიობ ყოჩაღ მე!) მაგრამ არა... ეგეც მეზარება და დიდი გავლენა არც მოუხდენია არცერთს.
სხვას რაც შეეხება ანუ შუალედურებს და კონკრეტულად ხვალინდელ გამოცდას - ფიზიკას. მთლიანი ტესტის პასუხები ამოვწერე ამოცანებიც ამვხსენი, მაგრამ ადრე ეს საკმარისი იყო ჩვეულებრივად შემეძლო გავსულიყავი გამოცდაზე და ბედს მიმენდო თავი... ახლა კი რაღაც მეტი უნდა გავაკეთო. "ცირეკიძის" წიგნია, რომელსაც გადავავლებ თვალს და იქნებ რამე დამამახსოვრდეს და დამეხმაროს გამოცდის დაწერაში.
ამ წამს "დ (თ)" შემოვიდა იკითხა "დ (ლ)" არ მოსულაო?.. რაღაც მეჩვენება რომ ამ ბოლო პერიოდში უცნაურად იქცევა კი შუალედურებია მაგრამ ყოველდღე დარჩენა რამდენად გასამართლებელია მაგ შემთხვევაშიც კი არვიცი. თანაც ბოლოს ხსენებული კიდევ სწერს "(ა)"-ს რაც არვიცი სიმართლე გითხრათ რაზე მიანიშნებს. არც ის ვიცი რა უტრიალებს "დ (ლ)"-ს თავში... მიყვება ხოლმე რაღაცებს, მაგრამ მერე უცებ აღარაფერს. მე თვითონ თუ გამოვიჭერ შეიძლება მომიყვეს, მანამდე იშვიათად ამხელს.
ფიზიკის დასამახსოვრებელი ფორმულები 👨🔬
სინუსის, კოსინუსის და ტანგესის მნიშვნელობები 0, 30, 45, 60, 90 და 180 გრადუსზე.
---- | 0 | 30 | 45 | 60 | 90 | 180 |
---|---|---|---|---|---|---|
სპექტრომეტრი | ხელსაწყო |
---|---|
ჰერცი | ფიზიკური სიდიდის ერთეული |
კომპტონის ეფექტი | ფიზიკური მოვლენა |
ტალღის სიჩქარე | ფიზიკური სიდიდე |
Last updated