13 ივნისი
Word of the day:
🌃 ღამე
დღეს მოკლედ ვფიქრობდი არ დავწერდი ისევ... თუმცა მთლად ისე არ ჩაუვლია და ერთი საკმაოდ კარგი გამოცდილებამივიღე ამიტომ დავწერ მაგას.
მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: დილას როგორც იცი ჩავდივარ სარბენად, ცოტა სკეპტიციზმით ვიყავი განწყობილი, თითქოს აღარ ვირბენდი (ახლა ჩავფიქრდი და რამე ნიშანი ხომ არ იყო xd), თუმცა ჩავედი, დავიწყე სირბილი, როგორც იცი აქამდე 2,5 / 2 წრეს/კილომეტრს დავრბოდი ხოლო დღეს 2,5-ზე რომ ავედი კიდევ მქონდა შემორჩენილი ენერგია და "ჯანგბადი" ხოდა გავაგრძელე სირბილი. მივიყვანე ეს 3 წრემდე შემდეგ... საოცრება, კიდევ მქონდა ენერგია, გავაგრძელე და მივყვანე 3.5-მდე (4მდე დავამრგვალოთ ;dd ) დაგასპოილერებ და სავარაუდოდ ვიჩქარე ასე მალე არ უნდა გაიზარდოს მანძილი.
მოკლედ ეს 3 კილომეტრი და 500 მეტრი დაახლოებით ვირბინე და როგორც მჩვევია გადავწყვიტე ტანის ვარჯიშები დიპები და ფულაფები გამეკეთებინა, როგორც აქამდე. მივდივარ ამ სავარჯიშოებამდე, ის ვიცი რომ სირბილის შემდეგ ეგრევე არ უნდა დაჯდე და სირბილით ასევთქვათ მოდუნდე ნელ-ნელა და ეგრეც ვაპირებდი, მაგრამ რაღაც შეუძლოდ ვგრძნობ თავს (უჭმელი და მწყურვალი ვიყავი+) ვიფიქრე დავჯდები ალბათ ძალიან დავიღალე, ვიცოდი რომ ცუდი იდეა იყო მაგრამ ვეღარ ვდგავარ და ისე ვარ, რომ სახლშიც ვერ ავალ. მოკლედ ძალიან ცუდად ვარ, ვვარაუდობდი რომ გავითიშები (აქაც დაგასპოილერე) დავჯექი და თვალები მიბნელდება, სუნთქვა მიჩქარდება, "ღებინების" შეგრძნება მაქვს ძალიან ცუდად ვარ ცოტა გაზვიადებად შეიძლება ჩათვალო თუმცა მეგონა რომ ვსო თუ არ მოვკვდებოდი ალბათ დიდხანს გათიშული ვეგდებოდი და მერე ალბათ ვიღაც მომაქცევდა ყურადღებას, საბედნიეროდ ეგრე დრმატულად არ მომხდარა ყველაფერი, თვალებიდან ვეღარ ვიხედები მთლიანად დამიბნელდა და დროის აღქმა დავკარგე, არვიცი რამდენი ხანი ვიყავი გათიშული ალბათ სადღაც 2 წუთი? შეიძლება 1 ან 3-იც, არვიცი. გამოვფხიზლდი და მერე მოვჯობინდი ცოტა დიპები გავაკეთე და მერე წყალი დავლიე და სიარულით გავიყვანე დრო, რამე ისეთი არ შემიმჩნევია მის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მგონი გაციებულიც ვარ და დიდი თუ არა მცირე წვლილი მაინც მიუძღვის მაგას, ეგეთი სუსტი სხეულიც არ მაქვს რომ ეგრე უბრალოდ გული წამივიდეს (იმის და მიუხედავად რაც ვახსენე ზემოთ... უჭმელობა, მწყრვალობა, უძილობა).
სულ ეს იყო.
Last updated