22 ივლისი
მორიგი მცდელობა არ ვიგრძნო თავი მარტოსულად და წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლეები
Word of the day: Osteometry - Measurement of bones or skeleton
🌇 შუადღე
სალამი. დიდი ხანია საერთოდ არც გამხსენებიხარ და რავი მოკლედ არივიცი. თემა ისაა რომ ამ დღიურის თუ ბლოგის აზრი ის იყო, თვალი მედევნებინა კონკრეტული წლისთვის, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ თვისთვის თუმცა ივლისში როგორც ჩანს არ გამომივიდა ალბათ იმიტომ, რომ... არვიცი.
არვიცი იცი თუ არა მაგრამ წესით უნდა იცოდე ერთი თვეზე დიდი ხნის მომხდარი ამბავია, ამომშალა და 3 დღის წინ გადაწყვიტა, რომ დაუმშვიდობლებად არ უნდოდა "წასვლა" თუ რაღაც ეგეთი. რაღაცები ნათელია მაგრამ მაინც მინდა დაზუსტება და რავი ვფიქრობ დავაზუსტო თუ თავი დავანებო. დანებება ალბათ სწორი საქციელი იქნება, მაგრამ დანებებში ვხედავ რომ მე არ ვარ ეგეთი რა და ეგ მაწუხებს შიგნიდან მაცარიელებს რატომღაც. შემიძლია რამენარიად ძალიან მარტივად მივწერო და დავაზუსტო იყო თუ არა ეგ დამშვიდობება, რაშიც 90% დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც რატომ მინდა დავრწმუნდე არვიცი.
ძალიან საინტერესო ფაქტი ისაა, რომ რაც რაჭაში ვარ ჩამოსული ერთხელ გავიღვიძე 5 საათზე და მაინც და მაინც მაგდროს გადაწყვიტა მოწერა. "აკ"-ისთვის უნდა მიმეწერა და უცებ ვხედავ 5:14-ზე მის ნაწერს, ახალ გაღვიძებულზე როგორ არასწორად გავიგებდი ყველაფერს ალბათ წარმოიდგენ, რათქმაუნდა ნოემბერი ჩავაკვეჩხე მაშინ შეგეხმიანებიმეთქი, არადა რა შუაში იყო არვიცი მართლა. მასაცა არაფერი უთქვამს, წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს და ვსო.
მის ცხოვრებაზე დაკვირვების შემდეგ მართლა ძალიან გამიკვირდა 5 საათზე რაუნდოდა ფხიზელი. ან უბრალოდ მე რომ მის ადგილას ვიყო რას ვიგრძნობდი როცა მე 5 საათზე ვიღაცას ვწერ და მას სასწაულებრივად ღვიძავს... არვიცი. მოკლედ არაფერი ისეთი.
კიდევ ის ტეხავს რომ თითქმის ხო დავიწყებული მქონდა ყველაფერი და თან ბოლო 3 დღის განმავლობაში მიჩიგანიდან სტუმრები გვესტუმრნენ, რაც იმას ნიშნავს რომ ინგლისურად უნდა მელაპარკა და მე ხომ ისედაც არ მიყვარს ლაპარაკი და მითუმეტეს სრულად განსხვავებული კულტურის ადამიანებთან რომ გადაბმულად მიწევდა რაღაცების ახსნა და ლაპარაკი ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი ის 2 დღე, რაც გრძელდება დღემდე. (17-ში ჩამოვიდნენ 19-ში წავიდნენ).
გამისწორდა ცხრაჯვარზე პირველად ვიყავი დიდი სანახაობრივი იყომეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ ზღვის დონიდან 1300+ მეტრზე რომ ხარ სრულად სხვა განცდა გიჩნდება (გადახტი!) და საინტერესოა მოკლედ. რათქმაუნდა თავისუფლად ვერ ვიყავი თუმცა დამაფიქრა, რაღაც რისკებზე, რამოხდება რომ რაღაც უბედურება მოხდეს, მოულოდნელი იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ.
კიდევ ამ დღეებში საყინულე-უდაბნოსაც ვესტუმრეთ მე, "აკ" "ა". რამაც ასე თუ ისე მაინც სიამნოვნების გრძნობა მომანიჭა, მთავარია მხოლოდ მაგაზე არ შეჩერდებიან და სხვა ადგილებშიც წამომყვებიან თუ როგორცაა.
და ბოლოს ვინმე ან რამე თუ არსებობ "გთხოვ წამართვი ფიქრის უნარი და მაცხოვრე ინსტიქტებზე". (ფიქრის უნარი რომ არ მქონოდა ამ სისულელესაც ხომ არ დავწერდი).
დროებით.
Last updated