25 მაისი
Sleep inspired thought: "Wait for enduring light, not fleeting one," represents life.
Word of the day: Vulpicide - the act of killing a fox other than by hunting it with hounds.
🌃 ღამე
დიდი ხანი გავიდა რაც არ მიწერია უნდა მეთქვა ახლა, მაგრამ არც ისე, მე მეჩვენება უბრალოდ ალბათ 1 კვირაც არ იქნება რაც აქ არ დამიწერა. არ მახსოვს ბოლოს სად შევჩერდი ამიტომ ბოლო პერიოდშ რაც ხდება იმას მოგიყვები. მოკლედ უნიში დავბრუნდი, დაკარგულ ქულებს ავანაზღაურებ სავარაუდოდ, ერთი ფიზიკაში არვიცი რა იქნება, ორშაბათს გავარკვევ, "ლ" დაბადების დღეზეა, 1984-ს კითხვა დროებით შევაყოვნე, ყოველშემთხვევაში სახლში არ წამიკითხავს 2-3 დღეზe მეტია ალბათ, უნიში კი წავიკითხე რამოდენიმე გვერდი ნახევარზე ცოტა დამრჩა, კარგი ისაა, რომ საინტერესო წიგნია მართლა და არვიცი რატო არ ვკითხულობ, მგონია რომ კომპიუტერზე უფრო გავაკეთებ რამეს არადა ერთი მონაცემთა ბაზა მოვიპოვე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების და შემდეგ ავაწყვე საიტი რომ უფრო მარტივად მიმიწვდებოდეს ხელი, დავჰოსტე კიდევაც მაგრამ ვინმემ მართლა რომ აღმოაჩინოს პრობლემები მექნება სავარაუდოდ, თანაც დიდად უსაფრთხოებაზე არ მიზრუნვია, დომეინი რომ დაასკანეროს ვინმემ აღმოაჩენს მარტივად მაგის ლინკსაც, აქ არ ჩავაგდებ, არივიცი შენს გარდა ვინმე თუ წაიკითხავს და თავს დავიზღვევ მაინც. მოკლედ და კონკრეტულად ასეა სიტუაცია, მაისიც დასასრულს მიეცემა მალე, ალბათ ბოლო დღეს თუ თავი მოვაბი, თვის შეფასებასას დავწერ. ხო ისე რამოდენიმე დღის წინ ვიძინებდი და უბრალოდ ფიქრებში გახვეული მომეჩვენა რომ ერთი კარგი წინადადება ავაგე, ახლა რომ ვუყურებ დიდად არ მომწონს დახვეწას საჭიროებს და ცოტა არიყოს სისულელეცაა, მაგრამ აქ იყოს მაინც:
"ცხოვრება უკიდეგანო, ბნელი სივრცეა, რომელსაც ხანდახან გაანათებენ სინათლეები. თუ პირველ სინათლეს ჩასწვდებით, ის შეიძლება სწრაფად გაქრეს და ღრმა სიბნელეში დაგტოვოთ. ხანდახან უფრო გონივრულია დაელოდო უფრო მანათობელ, გამძლე შუქს, რომელიც ცეკვავს მადლითა და მიმზიდველობით. მისი ხანგრძლივობის შეგრძნებაც კი შეგიძლიათ. ამ მოლოდინში თქვენ მიეჩვევით მის სიკაშკაშეს, დაეთანხმებით, რომ ერთ დღეს ისიც შეიძლება გაქრეს."
უფრო ჩახლართულად მეწერა, უფრო სხვანაირად მქონდა განსაზღვრული გონებაში მაგრამ როგორც შევძელი ისე გადმოვეცი სიტყვებით. ხო არცისე ბრძნულია მაგრამ ვფიქრობ კარგად ასახავს ცხოვრებას. მაგალითად გამახსენდა მშობლები, ადამიანი იბადება, მას მშობლები ყავთ ეს ხომ თავადაპირველი სინათლეა რომელიც ანათებს ამ ბნელ ოთახს, მაგრამ გადის დრო და ეს მანათობელი ადამიანებიც ნელ-ნელა ქრებიან. არის ისეც, რომ ეს მნათობი სხეულები შენდა უნებურად გაგინათებენ ცხოვრებას, ვფიქრობ ესაა ზუსტად ის ნათება რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ენდო და არა ის რომელსაც შენ დაუწყებ ძებნას...
Last updated