10 მაისი
Plan to read Dostoyevsky's "Meek." tomorrow. Aiming to finish "100 Years of Solitude." Curious about "L's (N)" book recommendation.
🌃 ღამე
კი ისე გამომდის რომ ამ დღესაც გავმაზავ, თუმცა შემიძლია კავშირი გავაბა და ვთქვა რომ ნ-ში რომ ჩავედი ასე ვიყავი თუმცა მაინც ვწერდი რადგან სხვა არაფერი მქონდა გასაკეთებელი. რა შემიძლია მოგახსენო, მხოლოდ ის რომ ჩვეულებრივად მიედინება დრო, ვკითხულობ წიგნს ისევ ფიოდორ დოსტოევსკის - მოთხორბებს არაფერი სხვა. გული კი მწყდება მხოლოდ ერთი - "თვინიერი" დამრჩა და ისიც სადღაც 60 გვერდამდეა. რასაც ხვალ დავასრულებ სავარაუდოდ. ხო კარგი ისაა რომ ხვალ თუ მაგას დავამთავრებ, დავასრულებ მარტოობის 100 წელიწადსაც რაც აღდგომამდე ვერ მოვასწარი. ხო მოუთმენლად ველოდები რა წიგნს შემომთავაზებს "ლ" (ნ). სავარაუდოდ ხვალ კვირას ვეტყვი რომ მითხრას და ორშაბათს ვიფიქრებ უკვე შეძენაზე, ვფიქრობ ცოტა აცდენილი იქნება ისეთ წიგნებისგან რისი წაკითხვაც მე მინდა ამ პერიოდში, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდო, რადგან ხშირად მეუბნება იმ წიგნებზე და ავტორებზე რომელსაც ვკითხულობ, ეგ არ უნდა წაიკითხო ამ პერიოდში... და ასე შემდეგ. ამიტომ ვნახოთ რა როგორ იქნება.
Last updated