20 ივნისი
Enjoyed June 18 game; concerned about "A"; bought Ashwagandha for stress; unsure about dosage
Word of the day: Retrocognition - Extrasensory knowledge of past events.
🌃 ღამე
ვახ ბიჭო რამდენი ხანია არ დამიწერია, ეს უკვე პრობლმეაა. თუმცა დადებითიც აქვს ამ პრობლემას, ასე თუ ისე ბევრი რამე მაქვს დასაწერი, რამდენად ყველაფერს დავწერ არვიცი, თუმცა რაც გამახსენდება კი ბატონო.
პირველი ევროპაზე რომ ვართ ალბათ მაგას ვახსენებ თამაში იყო 18 ივნის და მანდ ძალიან კარგი დრო გავატარე პროსტა ძალიან 'მწყინს' "ა" რომ არ მოდის. "ლ"-ც არიყო, მაგრამ მას გეგმები მაინც ქონდა და "ა" უბრალოდ არ მოდის და არ უნდა წამოსვლა, რამე პრობლემები აქვს თუ რახდება მის თავს არვიცი, მაგრამ მინდა იცოდეს რომ მე მის გვერდში ვარ რა ასე პირდაპირ ეგეთ თემებზე არ საუბრობს, ჩაკეტილია როგორც ბევრი ჩვენგანი, თუმცა რავი არვიცი რა გითხრა, გვერდში კი დავუდგები მაგრამ მე ვის ვჭირდები საერთოდ, უბრალოდ იცოდეს რომ მე მის მხარეს ვიქნები მთელი ცხოვრება ეგ მინდა და არვიცი რამდენად ვაგრძნობინებ, sms-ებს ვწერ ხოლმე, ყოველდღიურად არა რა თქმა უნდა, მაგრამ როცა რამე ხდება ან უბრალოდ მოვიკითხავ ხოლმე, ახლა თამაშები რომაა 2-ვე ჯერ მივწერე, 18-ისთვის და 22შია ახლა თამაში და მაგაზეც ვუთხარი იქნებ წამოხვიდემეთქი, მაგრამ სხვა დროს იყოს არ მინდაო... 5 ივნის დავწერე იზოლაციაზე გადახედე თუ აღარ გახსოვს, იმის თქმა მინდა რომ იზოლაცია არ არის გამოსავალი, ნუ შეიძლება იზოლაცია რაღაც მიზნის მისაღწევად გამოიყენოს "ერთმა" რამდენი ხანიც დასჭირდება, თუმცა რავიცი "ა"-ზე ვერაფერს გეტყვი სულ სხვა ადამიანია და სულ სხვა პრობლემები აქვს, ძალიან მინდა რომ ვთქვა რომ ამ პრობლემებს თვითონ იქმნის და არ არსებობს, თუმცა ძალიან შევცდები და უაზროდ დასკვნის გამოტანა გამომივა და არასწორი იქნება ჩემგან.
მეორე რაც მახსენდება ისაა რომ STRESS CONTROL შევიძინე, რაშიც შედის 66.6 მილიგრამი - ე.წ "აშვაგანდა", სახელიც გვეუბნება რომ სტრესს გიკონტროლებს და გეხმარება შეეჩვიო და ადაპტაცია გაუწიო იმ სტრესულ გარემოს სადაც ხარ. გუშინ 19 ივნის ვიყიდე, შუადღეს მივიღე და დღეს დილას 10-11 საათისკენ, ასე ვერაფერს გეტყვი შეიძლება ფსიქოლოგიურად მჯერა რომ ვიცი რისთვისაა და რისთვის მუშაობს შეიძლება მგონია მშველის, რაც არ უნდა იყოს ნაწილობრივ შემიძლია ვთქვა რომ ცოტა ენერგიულად და თავისუფლად ვგრძნობ თავს, შემდეგ დღეებშიც მივაქცევ ყურადღებას და გაგებინებ. სხვათაშორის ანუ მხოლოდ აშვაგანდის ყიდვა მინდოდა მაგრამ გამყიდველმა ეს შემომტენა. ანუ არვიცი თვითონ ის პრეპარატი რასაც მხოლოდ აშვაგანდა აწერია რამდენ მილიგრამს აშვაგანდას შეიცავს ეს 66.6 მილიგრამი აწერია თითო ტაბლეტზე. ხო და კიდევ რაც იწვევს დაბნეულობას ისაა, რომ შეფუთვას 3 ტაბლეტი აწერია ხოლო ოფიციალურ საიტზე 1 ტაბლეტი/დღეში წერია, ლოგიკურია რომ ოფიციალურს უნდა დაუჯერო, თუმცა შეიძლება ვარჯიშისთვის დასაშვებია 3 ტაბლეტიც ჭამის დროს. დავაკვირდები ძალიან კი მინდა რომ 30 დღე მეყოს, მაგრამ თუ დამჭირდა დღეში 2-საც ვსინჯავ მოგვიანებით.
წავედი ახლა, არ მოიწყინო! ⭐
Last updated