29 მაისი
Started running, working out, woke up early, disabled Discord, tried to create Mac-OS lookalike.
Word of the day: Jazzetry - Poetry read to jazz accompaniment.
🌇 დღე
2 დღე გავმაზე აქამდე ისე რომ არაფერი დამიწერია, ძალიან ცუდი. მოკლედ დღეს, (უფრო სწორედ გუშინ და მანამდეც, განზრახული მქონდა რომ დამეწყო დილით ადრე ვარჯიში, სირბილი, სიარული) ჩავედი ვირბინე დილის 6:40-ზე ჩავედი ერთი წრე დავარტყი სირბილით, იასნა დავიღალე რამდენი ხანია არ მირბენია, მერე სიარულით გავაგრძელე და ბოლოსკენ უკვე წავედი ცოტა ვივარჯიშე, ასე რომ გავაგრძელო კვირაში 2-3 მაინც კარგი იქნება. აი ვარჯიშს რაც შეეხება თუ მოვახერხებ ისევ უნის მერე უფრო სჯობს. დილას 8-ის ნახევარზე იმდენი ხალხი შეიკრიბა იქ, რომ მგონი ისე უფრო ცოტა ხალხია და ეგრე ჯობს. დღეს 2 საათზე მაქვს ლექცია მანამდე რამეს გავაკეთებ, მაგრამ ადრეც უნდა დავიძინო და ძილის რეჟიმი მოვიწესრიგო თუ ასე გავაგრძელებ და ხო, ძალიან არ უნდა დავიტვირთო ოპერაციის შემდეგ სიფრთხილე მმართებს.
Discord გავაუქმე, თუ ვინმე კითხულობს ამას შენს გარდა მათთვის დავწერ, გავაუქმე რა Disabled, ინსტაგრამისგან განსხვავებით იქ ვერ შეამჩნევს სხვა მომხმარებელი რომ შენ გაუქმებული გაქვს და ალბათ არც არავის შეუმჩნევია.
🌃 საღამო
სალამი კიდევ ერთხელ, ხო რახდება? არაფერი ;D. იდკ აღარ მახსოვს დავწერე თუ არა მგონი არა Linux Dualboot გავაკეთე ახლა Windows და CachyOS მიყენია რომელიც Arch-ზეა btw.
ხო მეტია რაფერი სქრინს ჩავაგდებ აქ როგორ გამოიყურება ვეცადე MacOS მიმსგავსებოდა.
მგონი ცუდი არაა, რა თქმა უნდა მე და შენ შევატყობთ, რომ Gnome-ია და არა MacOS (ალბათ დაკვირვებული თვალიც).
მე მომწონს თან ეს Spotify Theme-იც უხდება და ძალაინ სასიამოვნო ანიმაციები აქვს მაგას ახლა ვერ განახებ ალბათ მეზარება?
ეგ არის და ეგ. სხვა რა გითხრა მეტი არ ვიცი. როგორც მანამდე ვახსენე მაისი გადის და მორიგ თვეზე გადავალ იმედია ჩვეულებრივად.
ახლა კი დროებით.
Last updated