15 აგვისტო
"just another summer" (some will say) but its special ✨
Word of the day: Jenneting - Early type of apple
🌇 შუადღე
გამარჯობა, როგორც თითქმის ბოლო 2 თვე ისე დავიწყებ ამ დღიურის შესავალსაც, მოკლედ დიდი ხანია არფერი დამიწერია და აგიხსნი რატომაც. პირველ რიგში აგვისტომდე, უფრო ზუტად თუარ ვცდები ივლისის ბოლოს ცერა თითი დავიტნიე მანქანის კარებში, ახლა აღარც მტკივა უბრალოდ ველოდები როდის დაიწყებს აძრომას რომ დავისვენოსავით.
ერთი მიზეზი ეგ იყო რატომაც არ ვწერდი დანარჩენი მიზეზების არვიცი რაგითხრა უბრალოდ რავი რა დამეწერა არვიცოდი, არც ვიცლიდი ალბათ სპეციალურად რომ რამე დამეწერა.
სხვას რაც შეეხება როგორც სავარაუდოდ იცი ჩემი დაბადების დღეც გავიდა გადავედი "20-იანებში", რავი რა გითხრა მაგის შესახებ არაფერი არ შეცვლილა ისევ მე, მე ვარ.
გუშინ 14 აგვისტოს გამთენიას 5 საათზე შაორზე ვიყავი მანქანით და რავი წესით ეგ უნდა დავიმახსოვრო რადგან ნუ მეორედ ვიჯექი მარტო მშობლების გარეშე მანქანაზე ნუ ჩემი და კი მახლდა თუმცა მაინც სხვა თემაა მოკლედ. მეორედმეთქი იმიტომ რომ ჩემ დაბადების დღეზე ვიჯექი პირველად "მ" ჩავიყვანე უბანში ძაღების გამო როგორც იცი ძალიან ეშინია ძაღლების და ავდექი მანქანის გასაღები "მოვიპარე" და ჩავიყვანე.
ნუ სხვა არვიცი უკვე რა გითხრა მე და "აკ"-იმ მზის ამოსვლას ვუყურეთ ცხრაჯვარზეც ვიყავით ასული და რავი ეგეთი რაღაცები რა. გამისწორდებოდა "ალ"-ეც რომ მოდიოდეს ეგეთ ადგილებში, რავი როგორ უნდა გეზარებოდეს არ მესმის უბრალოდ, ადგები, წახვალ ცოტას დაიღებლი რა თქმა უნდ, თუმცა დღის ბოლოს ისევ სახლში დაბრუნდები და დაისვენებ. სამაგიეროდ მეხსიერებაში და მოგონებად დაგრჩება. თუმცა მე რა გამეგება.
მოკლედ სულ ეს იყო მგონი ზუსტად 40 დღე დამრჩა ზაფხულის და უფრო ზუსტად დასვენებების ამუწურვამდე, მერე ისევ მომიწევს დავბრუნდე თბილისში და რავი მოკლედ იმედია გუშინ ვარსკვლავი რომ ჩამოვარდა ის სურვილები ამისრულდება.
დროებით 👋
Last updated