3 მაისი
Forgive my recent vagueness; truths hidden. Joining restless souls, finding solace. True friends. Rediscovering connections, ancient intimacies. Past self awakening into something new.
🌃 ღამე
დღეს...
მომიტევე თუ ამ ბოლო დროს ცოტა არ იყოს გაურკვევლად ვაყალიბებ ჩემს სათქმელს, მაგრამ იმ ემოციებში რისი გადმოცემაც ყოველთვის მინდოდა და აქამდე ვერც ჩემს თავს ვუტყდებოდი ამაში, მხოლოდ ამ სახით ვხედავ გამოსავალს, თავში უამრავი წვრილმანი მიტრიალებდა ყოველთვის, მაგრამ ვერც სიტყვებით და ვერც ფიქრით ვერ ვახერხებდი მათში იმ ნამდვილი ღრმა სიმართლის დანახვას, რაც რეალურად იმალებოდა მათ მიღმა.
ხო, სხვას რაც შეეხება...
დღეს იმ მოუსვენარ სულებს შევუერთდი, რომლებიც ჩემს გვერდით უფსკრულში იყურებიან, ჩემი მეგობრები, ჩემი ყველაზე ნამდვილი მეგობრები - მათ გარეშე დიდი ხნის წინ დავკარგავდი ყოველგვარ მიზეზს ამ გაღვიძებულ კოშმარში, რომელსაც არსებობას ვუწოდებ.
მათთან ერთად დროებით მავიწყდება ცხოვრების განუწყვეტელი ბრძოლა - დაუსრულებელი დაძაბულობა, თითქოს მუდმივი ბრძოლაა სსაკუთარი თავის ერთგულად დარჩენისთვის და სხვებთან შერევას შორის. მე მეგობრების რაოდენობით თავს ვერ დავიკვეხნი მით უმეტეს ხშირად ვფიქრობ ხოლმე არიან კი ისინი ჩემი მეგობრები? მაგრამ ვინც მყავს, არიან ძლიერი მოკავშირეები მედიდურობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ მიყვებიან ბრბოს დაუფიქრებლად.
არ მინდა მხოლოდ მეგობრები ვახსენო
დღეს იმ ადგილს დავუბრუნდი სადაც დარწმუნებული ვარ რაღაც მაკავშირებს, ცხადია რაც, მაგრამ ვფიქრობ ეს იმ სიცხადეზე მეტია... როგორც კი ჩამოვდივარ, ჩემი ფსიქიკის სიღრმიდან ნახევრად დავიწყებული ინტიმები, უძველესი სიზმრების აჩრდილებივით ჩნდება, თუმცა მე ვეგუები ყოველგვარ უთანხმოებას და დროებით განვმარტოვდები სიცარიელეში, რომელიც ასეთ სიმშვიდეს მანიჭებს. თითქოს რაღაც მეტაფიზიკური გუნდები მეძახიან. ჩემი სული გრძნობს, რომ ხელახლა აღდგება დიდი ხნის მანძილზე დაშორებული კავშირი, ხელთავიდან იღვიძებს მარადიული კავშირის კვანძები. ყოველი გატარებuლი წამის შემდეგ, ჩემი მე წარსული ცხოვრებიდან ისევ ცოცხლდება და იდუმალი გზით იცვლება რაღაც ახლით...
Last updated