18 მაისი
Isolation feels slow and empty; reading, writing, and music feel insufficient.
Word of the day: Anthroposophy - Knowledge of the nature of humanity; human wisdom.
🌃 ღამე
დრო ძალიან ნელა გადის. ამ იზოლაციის პერიოდში წიგნების კითხვის და დღიურს წერის გარდა ვერაფერს ვაკეთებ, არც ეს საქმიანობები არ არის მკვეთრად მნიშვნელოვანი მაგრამ რაც არის არის სულ არაფრის კეთებას სჯობს. უკვე ყელში ამოდის ეს აქცია გამოსვლები აღარ შემიძლია. დღეს განსხვავებულად შემომაწვა რაღაცის ნაკლებობის შეგრძნება, რა თქმა უნდა არვიცი რის.
მალე ამომეწურება ეს პატარა მონოლოგებიც რასაც ვწერ ამ იზოლაციის პერიოდში და მერე რას დავწერ არვიცი, სავარაუდოდ არც არაფერს და მაგ შემთხვევაში სხვა რამ უნდა მოვიფიქრო რაც აღწერს რა მოხდა კონკრეტულ დღეს. თუმცა არც ეს წერილები არ ასახავს რა ხდება ჩემს ცარიელ გონებაში, გარდა იმ მცირე გრძნობებისა რისი გადმოცემაც შემიძლია სიტყვებით ნუ თუ შეიძლება ითქვას რომ გადმოვცემ საერთოდ. დარწმუნებული არ ვარ მომავალი მე თუ გაიგებს რას გრძნობდა ამ დღეს ჩემს თავს.
ხვალ "ლ"-ს quiz აქვს რაც იმას ნიშნავს რომ სახლიდან გასვლის ოფორთუნით მეძლევა, თუმცა რა გავაკეთო არვიცი, თანაც დიდად სასიამოვნო არ არის "ლ"-სთან ერთად გარეთ გასვლა რაღაცნაირად მარტო მირჩევნია. შევეჩვიე ალბათ წინა პერიოდში, ცუდია რომ ყველგან მარტო წასვლა არ არის რეკომენდირებული მითუმეტეს ჩემს შემთხვევაში.
სულ დამავიწყდა რომ Spotify Playlist-ში რამოდენიმე დღეა არ დამიმატებია ახალი მუსიკა. წერას დავამთავრებ და შევუდგები მოძებნას. ისე სხვათაშორის ambient მუსიკები მისწორდება მაგრამ ვგრძნობ რომ არ მოქმედებს კარგად, არ ვიცი რატომ ან რაზე მაგრამ არ ვგრძნობ თავს კარგად. არადა პირიქით უნდა წყნარდებოდე მაგრამ არამგონია ვინც my head is empty-ს უსმენს წყნარდებოდეს, უმარავი აზრებით იტვირთება გონება ჩემი აზრით.
ხო ალბათ უნდა დაგემშვიდობო, დროებით?..
Last updated