16 მაისი
Doctor visit: perfect health. GTU lecturer's speech sparks student action against unjust policies, reminiscent of past SOPA protests.
🌃 ღამე
კაი შევეცდები ეს დღეც რამის დაუწერელად არ გავუშვა, კაი მაგალითად, დღეს ექიმთან ვიყავი, ყველაფერი წესრიგშია, იდეალური დიფრაქცია მაქვს, რაც თავისთავად კარგია.
ხოლო რაც შეეხება აქციებს, დღეს სტუს ლექტორს აი ყველაზე ყლეობა გამოსვლა ჰქონდა რაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს საერთოდ, ხოდა სტუდენტები აპირებენ ორშაბათს, 20 მაისს 12:00 საათზე, ადმინისტრაციულთან შეიკრიბნონ, ჩემი აზრით ზედმეტია, ფაქტია ეგ კაცი (გურგენიძე) არის საპირისპირო აზრის მქონე, შეიძლება ითქვას რომ მისი ქცევებიდან გამომდინარე ძველ ბიჭობს, ამიტომ არაფერი არ გავა მაგასთან, ბოლომდე შეეცდება თავისი გაიტანოს, სტუდენტებს კი აქციის გარდა სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი გაგვაჩნია ნუ ჯერჯერობით ვერავინ ხედავს სხვა გამოსავალს როგორც ჩანს. ხო ნუთუ არ უნდა იყოს სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი, არ ყოფილა რაიმე შემთხვევა როცა სახელმწიფოს მოქალაქეებს არ სურდათ კონკრეტული კანონის მიღება?
კანონის უარყოფის მაგალითი
როგორც მოვიძიე და ძალიან მოკლედ: ერთ ერთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა ამერიკაში როცა აპირებდნენ შემდეგი კანონის მიღებას:
The Stop Online Piracy Act (ქართულად, შეაჩერე ონლაინ მეკობრეობის აქტი) (SOPA) დაინერგა 2011 წელს შეერთებული შტატების კონგრესში, რომლის მიზანი იყო ონლაინ საავტორო უფლებების დარღვევისა და ყალბი საქონლის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ის იღებდა ზომებს, როგორიცაა სასამართლოს ბრძანებები ფინანსური ტრანზაქციების დაბლოკვის შესახებ, დამრღვევ ვებსაიტების ბლოკირება საძიებო სისტემებში და მოითხოვდა ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებსაც დაებლოკათ წვდომა ასეთ საიტებზე. მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ინტელექტუალური საკუთრების და სამუშაო ადგილების დაცვას, განსაკუთრებით უცხოური საკუთრებაში არსებული საიტებისგან. თუმცა, ოპონენტები, მათ შორის ძირითადი ტექნიკური კომპანიები და უფლებადამცველი ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება სიტყვის თავისუფლების, ინოვაციებისა და პოტენციური ცენზურის შესახებ. კანონპროექტს მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც გამოიწვია ფართო პროტესტი და საბოლოოდ მისი გაწვევა მოუწიათ. შემოთავაზებული იყო ალტერნატიული წინადადებები, როგორიცაა ციფრული ვაჭრობის შესახებ ონლაინ დაცვისა და აღსრულების აქტი (OPEN), მაგრამ SOPA-ს საკამათო დებულებებმა საბოლოოდ გამოიწვია მისი დაშლა.
როგორც ამ მაგალითიდან, როგორც ჩანს სხვა გზა არაა გარდა გამოსვლებისა და სხვადასხვა აქციებისა.
Last updated