👋egrea
შეიცანი თავი შენი და გაიცანი სხვანი ისე, როგორც წვიმას მოუსმენდი.
ბლოგის შესახებ: მოკლედ დავწერ ხოლმე რაღაცებს და არაფერი ისეთი მაინც არავინ არ წაიკითხავს უბრალო დღიური იქნება თუ დისციპლინა შევინარჩუნე და კვირაში ერთხელ მაინც დავწერე რამე კარგია თუ არა და მტვერი დაედება აქაურობას
პირველ რიგში გამარჯობა, ვინც არ უნდა იყო, რავი რამდენიმე ადგილი შეიძლება გავიხსენო სადაც შენიშნავდი ამ ლინკს (ვინ იცის რატომ დააკლიკე). ჩემი სახელია ალექსანდრე, ვარ სტუდენტი ჯერჯერობით, პატარა გეგმებით, რომლებიც ქაოსურად არის გაფანტული ჩემს გონებაში, მაგრამ მთავარია არსებობენ და შეიძლება ცხოვრების ყოველ წუთს არ მახსოვს, მაგრამ დრო როცა მოვა აუცილებლად გამახსენდებიან და შევასრულებ კიდეც.
Last updated